+995 (32) 2322232 \ +995 593 800700
შემოსვლა
გასვლა
დაჯავშნა
ოკაცეს კანიონი

კანიონი მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან კი 15–20 მეტრია, სიღრმე 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია “ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები გამოედინება.

კანიონის კიროვან ნაპირზე საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები იზრდება. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია.

კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი შუა მონაკვეთთან შედარებით რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია.

უკან დაბრუნება

დაჯავშნა

+995 (32) 2322232

+995 593 800700

martvilipalace@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

იხილეთ აგრეთვე